დახურვა
სტილი
27.05.2022

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ  15 ივლისს სულმოუთქმელად ელოდება, რადგან ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას.

„ძილში არ გავატაროთ ეს ზაფხული. როგორც იცით, მე მიყვარს ვისწავლო და ვიმუშაო 24/7-ზე.

როგორც სხვები ამბობენ, ზაფხულში წავლენ ზღვაზე, მთაში, დაჩაზე. მე ამ დროს დიდი სიამოვნებით ვმუშაობ ახალ პროექტებზე და ვცდილობ განვითარებას, მაგრამ ნორმალურ ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა მარტო სწავლა, არამედ დასვენებაც, ჩვენ მოვიფიქრეთ სუპერ ფორმატი სკოლისთვის, საზაფხულო ონლაინ კემპი, ურთიერთობა და დიზაინი:

ეს არის ლეგენდარული კურსი კომუნიკაციისათვის, რომელიც უკვე 4000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, საზაფხულო ბანაკის ფორმატში, თავისი რომანტიზმით, ახალი ნაცნობობით, გამოწვევებით და შეჯიბრებებით.

აბა თუ შეძლებთ, ჩემს ხუთასი სიტყვის გამეორებას წუთში?)))

ჩემი აზრით, ეს არის გენიალური, თქვენ ისვენებთ და პარალელურად სწავლობთ 21-ე საუკუნის მთავარ სიახლეს, კომუნიკაციას თვითპრეზენტაციას და მოლაპარაკებას. ეს ის სიახლეა, რომლითაც შენ განვითარდები და მიაღწევ წარმატებას ტურბულენტურ სამყაროში. ველოდები 15 ივლისს სულმოუთქმელად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×