დახურვა
სტილი
30.05.2022

ლორენა ზოიძე ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს. მან და გივი ტაბაღუამ აქამდე ხელის მოწერა მოახერხეს, თუმცა ერთ თვეში ქორწილსაც გამართავენ, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. წყვილი შვილს ელოდება. ახლახან ისინი პარიზიდან დაბრუნდნენ, თუმცა საქორწილო მოგზაურობას კუნძულზე აპირებენ.

ლორენა აღნიშნავს, რომ თავად მეუღლეზე ბევრად მარტივად ემზადება სახლიდან გასასვლელად:

„რაც შეეხება იმას, რომ გოგონები ბიჭებს ღლიან შოპინგის დროს, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა: ჩემს ქმარს ყოველთვის მე ველოდები შოპინგის დროსაც და სახლიდან გამოსვლისასაც. სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები და მერე ვდგავარ და ორი საათი მას ველოდები. გოგონებმა რომ იციან ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლა, ასე იცვლის და ამ ამბავში როლები გვაქვს გაცვლილი, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ“, - განაცხადა ლორენა ზოიძემ ჟურნალ „თბილისელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×