დახურვა
სტილი
01.06.2022

გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა ძმის დაავადებაზე საუბრობს. მისი თქმით, გიორგის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა და არა ყელის. მას 18 კვანძი ჰქონდა და აქედან 8 ავთვისებიანი გამოდგა – „ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო, ერთიც კაპილარზე… ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა და იყო საშიშროება, ხმა საერთოდ დაეკარგა. მადლობა ღმერთს, ისე გადავიტანეთ, რომ ენერგიაც დაუბრუნდა და ხმაც მალე დაუბრუნდება…“

როგორც ნუცა აღნიშნავს, გიორგი ამჟამად კარგად გრძნობს თავს: 

„კარგად არის და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, უკეთესადაც იქნება. დიდი შემართებით არის, ერთი წუთითაც ვერ შეატყობთ მოწყენას და მსგავს ემოციებს. პირიქით, ძალიან მოტივირებულია, მადლობელია უფლის, რომ ასე დაემართა, რადგან ამბობს, უფრო მაგარ რაღაცას მივხვდიო – იმას, რომ ძალიან მაგარია სიცოცხლე და ამდენი ადამიანის სიყვარული…“ - ამბობს ნუცა გიგილაშვილი  ჟურნალ „სარკესთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×