დახურვა
სტილი
16.06.2022

ირაკლი კავსაძე ცნობილ მამას, ლეგენდარულ ქართველ მსახიობ კახი კავსაძეს იხსენებს:

„დედაჩემის გარდაცვალებიდან თითქმის ერთ წელიწადში გაჩნდა ჩემი უფროსი ქალიშვილი, ირინკა. კახი ელოდა, რომ ბელას დავარქმევდი, მე კი არ მინდოდა იმ გაგებით, რომ ჩემთვის ბელა იყო ერთი. კახის ეწყინა, როცა გაიგო, რომ ბავშვს ირინა დავარქვი და ამის გამო ცოტა დისტანციაც დაიჭირა ბავშვთან. მერე დაველაპარაკე და შევახსენე, რომ ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო და ამიტომაც დავარქვი. ამის შემდეგ გაიხსნა და ირინა მისი სამყარო გახდა. ირინკას დაბადება ორივეს ძალიან დაგვეხმარა ამ ტკივილის გადატანაში…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×