დახურვა
სტილი
16.06.2022

14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა. სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რა ღირს კანიონში  „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება და მოუწევთ, თუ არა, ნამდვილი ბრილიანტების გაყიდვა კანიონების მოსანახულებლად~:

ფასები, საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავდება და ასე გამოიყურება:

“ბრილიანტის ხიდზე” გასეირნება:

3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს,

ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი 34 ლარს,

საქართველოს მოქალაქეებისთვის 12-წელს ზემოთ, ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებეს 40%-იანი ფასდაკლება),

ხოლო უცხოელებისთვის – 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ,

ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი – 150 ლარი.

სოციალურ ქსელში, ადამიანები წალკის კანიონის “ბრილიანტის ხიდის” და “ოქროს” საქანელას ფასებს ასე ეხმაურებიან:

„ხიდზე გასვლა უფასო უნდა იყოს, ჩარჩებო

თუ შესვლა ფული ეღირებოდა, ვერც ვიფიქრებდი, მეუღლე და ბავშვები რომ წავიყვანო, მარტო შესვლა და ხიდიდან გადახედვა 100 ლარი დამიჯდება

120 მილიონად სამი ფაბრიკა და ხუთი ქარხანა აშენებულიყო არ ჯობდაა?

თუ ვიჯელტმენებთ და ჩვენ თავზე ავიღებთ დაპატიჟებას მეგობრების, ოჯახის წევრების ან უცხოელი სტუმრების სავარაუდოდ თირკმელის გაყიდვა მოგვიწევს, ორივესი

ხალხი ქვეყნიდან გარბის და ნეტა ვისთვის აშენებენ მილონიან ხიდებს? მაგ ფასად რამე აეშენებიათ და ხალხი დაესაქმებიათ უკეთესი არ იყო?

ჯერ საქართველო მოიარეო, საქართველოს ფული არა გვაქვს, ბატონო – დედა, მამა და 2 შვილი, მხოლოდ შესვლა 96 ლარი.

90 ლარად ათენის ბილეთი ვიყიდე შარშან წასვლა-წამოსვლის

ისე ილანძღებით თითქოს ყოველდღე აპირებთ წალკაში სიარულის, მანდ წასვლას თუ დაგეგმავ – არც ბენზინის ფული გექნება, არც ქანაობის, დაეტევი სადაც ხარ

აი, 150 ლარის რა უნდა იქანაოს ადამიანმა, ან სამი ოჯახის წევრი რომ შევიდეს 90 ლარამდე უჯდება, ღორობაა

ვისაც ფული აქვს მხოლოდ მათი შვილები უნდა შევიდნენ? ან სამართლიანი იქნება ქართველმა ბავშვებმა უსახსრობის გამო რომ ვერ ნახონ?

თვითმფრინავის ბილეთი იტალიაში სულ 80 ევრო დაგვიჯდა ორ ადამიანს, თან იქეთ აქეთ, ბარგიანად. რა უნდა გავქანდე ისე საქანელაზე 150 ლარი რომ ვიხადო, გაახალგაზრდავებული ჩამოვალ, თუ რაა? დედა სულ გარეკეს.

ეეჰ, თირკმელს გავყიდი თქო ვიფიქრე მარა ვის რაში ჭირდება ჩემი კენჭიანი თირკმელი

ისე გააძვირეს ყველაფერი, ტურისტები რომ ჩამოდიან იძახიან ისრაელის ფასები გაქვთო და როგორ ცხოვრობთო? თუ ასე გააგრძელეს ფასების მატება აღარ ჩამოვა ტურისტი – წავა უფრო მოწესრიგებულ ქვეყანაში, იგივეს გადაუხდის და ბევრად უკეთეს სერვისსაც მიიღებს. საქართველოში სიაფის გამო მოდიოდნენ და ახლა იმხელა ფასებია, ისედაც ჩავარდა სეზონი….

აქ გაჭირვებული ადამიანი ვერ წაიყვანს ოჯახს…“ - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×