დახურვა
სტილი
20.06.2022

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი მსახიობი, ანა ჯავახიშვილი ახლახან გაბედნიერდა. მან „ინსტაგრამზე“ გაგვიზიარა ფოტოები, სადაც საქორწილო კაბაში რჩეულთან, დემეტრე ხოფერიასთან ერთად არის გადაღებული.

ანამ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა ნაპოვნი სიყვარულისა და ქორწინების შესახებ:

„ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება რთულად მივიღე. როცა მე და დემეტრემ ურთიერთობა დავიწყეთ, თავიდანვე მქონდა შეგრძნება, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა, მე ძალიან მარტივად მივიღებდი და ასეც მოხდა. ყველაფერი მალე, ყოველგვარი სირთულის გარეშე დავგეგმეთ, თუმცა ძალიან მალეც არა, ერთ წელიწადში. ადამიანები სამი-ხუთი წელი ერთად არიან და მერე დგამენ ამ ნაბიჯს და შეიძლება, ამასთან შედარებით მალეა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ორივემ მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება.

მეც მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ თურმე, არა, ყველაფერი იმავენაირადაა. უბრალოდ, ჩვენც და გარშემო ყველას უხარია, გვილოცავენ და დადებითი ენერგიით ვიმუხტებით. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება განსხვავდება მანამდელი ცხოვრებისგან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×