დახურვა
სტილი
24.06.2022

ანუკი არეშიძეს საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის თბილისის ამჟამინდელ მერზე, კახი კალაძეზე დაქორწინდებოდა, სამოდელო საქმიანობით იყო დაკავებული, ოჯახის შექმნის შემდეგ კი დიზაინერის უნარ-ჩვევებიც მოირგო.

არეშიძეს საკუთარი მოდის ხაზი Anouki აქვს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდი მოწონებით სარგებლობს. დიზაინერი ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო მოდის კვირეულებში და ყველაზე ხშირად თავის კოლექციას მილანის მოსახლეობას უზიარებს.

ამჯერად ანუკიმ პიჯაკების, შარვლების და ფეხსაცმლის ფერადი კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოებიც საკუთარი ბრენდის „ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×