დახურვა
სტილი
28.06.2022

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მან ასტროლოგიური პროგნოზის გამო ბანკიდან კრედიტის გამოტანა შეაჩერა.

„მოკლედ, მანქანით მივდივარ, დაგეგმილი მაქვს გარკვეული საბანკო ოპერაცია, ყველაფერი მზად არის კრედიტოფიცერთან და უცებ... თითქოს „накаркал"-ო ფორტუნაზე ვისმენ მიხეილ ცაგარელის დღის ასტროლოგიურ პროგნოზს: „დღეს საკმაოდ არასასურველი დღეა ფინანსებთან მიმართებაში და თავი შეიკავეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციებისგანო". მდაა, ასეთი ასტროპროგნოზების გავლენების ქვეშ მოქცეული დიდი „მოცახცახე ტიპი" არ ვარ მაგრამ... იმ ჯადოსი არ იყოს, ეს ოხერი „მაგრამ"... ყოველთვის არსებობს ჰოდა, ვიფიქრე, ვიფიქრე და ავიღე და ვწერ კრედიტოფიცერს: უკაცრავად, დღეს უნდა გავაცდინოთ ეგ ამბავი-მეთქი უი, რატომო? შეიცხადა თანამშრომელმა. დავიბენი, მაგრამ გულწრფელობა ვარჩიე და მივწერე:... უკაცრავად, გთხოვთ, არ დამცინოთ, ალბათ ასეთი არასერიოზული არგუმენტი ჯერ არავისგან მოგისმენიათ.... ცაგარელმა არ გვირჩია დღეს მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციები და იქნებ ხვალ გადავიტანოთ-მეთქი არ ვიცი, უარის ასეთი არასერიოზული მიზეზი ალბათ ჯერ პრაქტიკაში არ გექნებათ... უეჭველი პირველი ვარ მეთქი გავიხედე და მწერს: დაწყნარდით ქალბატონო თამარ, არა, პირველი არ ხართ, ერთმა კლიენტმა მთელი თვე გვალოდინა სავსე მთვარის მოლოდინშიო", - წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×