დახურვა
სტილი
11.07.2022

ლელა წურწუმიას გვერდზე დადებულმა ვიდეომ, სადაც ლელასთან ერთად მისი ბექვოკალი სცენაზე ხალათში გამოწყობილი ხალისობს, დადებითთან ერთად, უარყოფითი კომენტარებიც გამოიწვია. საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა მომღერალ გიორგი თორაძის მოძრაობები და ზღვისპირეთში შემოცმული ხალათის გახდა რეპეტიციაზე და ეს კომენტარებში აღნიშნა.

მოგვიანებით, კახი მამულაშვილმა, მამულიჩამ გამოაქვეყნა განმარტება ამ პოსტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ვიდეო, სახალისოდ და გასამხიარულებლად თავად ატვირთა სოციალურ ქსელში და არ ელოდა ასეთ უარყოფით გამოხმაურებებს:

„მეგობრებო

ამ ვიდეოს ლამის მილიონი ნახვა აქვს ორ დღეში და გამოწვია ბევრი მითქმა-მოთქმა.

მე ავტვირთე ლელას ფეიჯზე, ჩემი აზრით სახალისო ვიდეო, რომელიც ზღვაზე რეპეტიციაზე გადავიღეთ და მეგონა, ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  დაინგრა ქვეყანა…

ეს ბიჭი, გიორგი თორაძე, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და არის უმაგრესი, უჯიგრესი, ყოველთვის ხალისის შემომტანი და რაც მთავარია, უკომფორტულესი ადამიანი… ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრია.

მეტი იუმორი, ჩემო ადამიანებო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×