დახურვა
სტილი
13.07.2022

ნინო ბარათაშვილი, იგივე შაინინა, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს უცნაურ ამბავს, რომელიც თბილისში გადახდა:

„ჩემი სახლი გატეხეს არა გასაქურდად, არამედ გასანადგურებლად. სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამას, რადგან ყველაფერი, რაც სახლში იყო, ნამსხვრევებად აქციეს. განსაკუთრებით შემზარავი იყო ფოტოსურათების ნახვა, ჩემი, ჩემი შვილების სურათებს წითელი საღებავი ჰქონდა გადასხმული, ჯვრები დასმული, თვალები ამოთხრილი, თითქოს მიმანიშნებდნენ, რომ ისევე გამისწორდებოდნენ, როგორც ამ სურათებს…

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა. ვერ ვიგებდი, საფრთხე საიდან მემუქრებოდა. 

ქუჩაში გასულსაც საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა, მეგონა, მითვალთვალებდნენ და მოკვლას მიპირებდნენ. ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ დავრჩებოდი ჯანმრთელი. შვილებმა და მეგობრებმა მირჩიეს, აქაურობას გავრიდებოდი. ასე გადავწყვიტე წასვლა…

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×