დახურვა
სტილი
15.07.2022

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ბოლო პერიოდში "რუსთავი-2"-ზე პროექტ "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობს და ნახევარფინალშიც გადავიდა, აქედან გამომდინარე, კვლავ აქტუალურია და მისი პირადი ცხოვრებაც განიხილება. პროექტში არაერთხელ მოუწია საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი და სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლაივ-ჩართვით მიმართა გულშემატკივრებს, რომ შოუში გამოჩენის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ შვილი იყო:

"ამ პროექტში იმისთვის მოვედი, რომ მოვიგო, ავიღო თანხა და წავიდე, დავიწყე ბრძოლა ჩემი შვილისთვის"...

როგორც ცნობილია, გიორგი ნაზღაიძეს შვილი ჰყავს ყოფილი საცოლ

ისგან ჰყავს. თუმცა ბავშვმა არ იცის ამის შესახებ და არც უნახავს ის თავად გიორგის. ბავშვი ამერიკაშია დაბადებული, ახლა დაახლოებით 12 წლის არის და გიორგის უკრძალავენ მის ნახვას. როგორც თავად ამბობს, იმის გამო, რომ ბავშვი ამერიკის მოქალაქეა, რთულია მისთვის საქართველოდან ბრძოლა. ამიტომაც დაგეგმა პროექტში მონაწილეობა, რომ მოაგროვოს თანხა და შვილის აღიარებისა და ნახვის უფლება მიეცეს.

წყარო: „mshoblebi.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×