დახურვა
სტილი
15.07.2022

ბიზნესმენი, Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე, მეტსახელად რამზესი, სტუმრობდა „დღის პოსტს", სადაც ის სასურველ სასიძოდ წარმოგვიდგინეს და გაარკვიეს, რომ მისი გული თავისუფალია.

„ჩემი პირადი ცხოვრება ბევრი თავგადასავლითაა მოცული, იოლი არასდროს ყოფილა. ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ. მიამჩნია, რომ გოგო უნდა იყოს ქალური და მიმაჩნია, რომ ეს დღეს დეფიციტურია. პირადად მე ქალში მომწონს ქალურობა. მთლად მივარდნილი და არიქა, წყალი მომაწოდეთ არ უნდა იყოს, მაგრამ ქალს უნდა ჰქონდეს თავისი მეობა. გრძნობები ამ ყველაფერს აბალანსებს. ქალის ყველაზე ლამაზი სამკაული არის თმა და მაღალ ქუსლებზე სიარული. მაინც ვთვლი და ჩემი აზრი ასეთია, რომ ქართველი მაინც პრიორიტეტულია..."

გიორგი ჩიკვაიძე შოუბიზნესურ წრეებში პოპულარული არა მხოლოდ საკუთარი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით, არამედ ბევრ ცნობილ სახესთან მეგობრობით გახდა, მათ შორის არის მომღერალი ნინი ბადურაშვილიც, რომელთანაც რამზესი წლებია, მეგობრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×