დახურვა
სტილი
20.07.2022

უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც შვილმა საკუთარი დედა დაჭრა, ხოლო მისი მეგობარი მამაკაცი მოკლა:

„არც ერთ მამრს არ აქვს უფლება, აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს, სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე.

ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და საკუთარ სხეულს მიხედოს. და ვისაც მართლა მიხედილი 

აქვს საკუთარი თავისთვის, და ვინც იცნობს საკუთარ თავს და პატივს სცემს მას, ის არც გაიჭაჭება სხვის სხეულზე და არ შეურაცხყოფს სხვას.

ვინც სხვა ადამიანზე აღმართავს ხელს მოსასპობად, იმას არც გონი გააჩნია, არც ღირსება, არც ნამუსი და მით უმეტეს, არ არის ქრისტეს მაძიებელი საკუთარ თავში. უვიცი მღვდლის ანაფორის ქვეშ შეყუჟვა და ლობიოს ჭამა რომ გგონიათ ქრისტიანობა, იმიტომაც ამართლებთ ქალზე ძალადობას. აბა, ნამდვილი ქრისტიანები იყოთ, ხელს კი არა, სიტყვას ვერ აღმართავდით სხვა ადამიანის დასაჩაგრად და მოსასპობად, ფარისევლებო.“ - წერს პატარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×