მომღერალი დათუნა მგელაძე და მისი მეუღლე - ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძე შვილს ელოდებიან. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოთი ამცნო წყვილმა საზოგადოებას, რომ ნინო ფეხმძიმედაა და მილოცვებიც იქვე მიიღო.
დათუნა და ნინო რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ. რამდენიმე დღის წინ დათუნას დაბადების დღე ასე მიულოცა მეუღლემ:
"16 ივლისი... მიყვარს ეს დღე იმიტომ, რომ ... დაიბადა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩემი და თუ ნა.
ჩემი ცხოვრების საუკეთესო არჩევანი, მეგობარი და ადამიანი...
ძააალიან ბედნიერი უნდა იყო, ძალიან იმსახურებ!
მიყვარხარ!
Loving you more and more..."