დახურვა
სტილი
22.08.2022

ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო დროს დაუღალავი შრომისა და ნიჭის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოსა და მსოფლიო ფეხბურთში.

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში თამაში წარმატებით დაიწყო. მან 2 ტურში სამი გოლის გატანა მოახერხა.გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ის მის საცოლეზე ნიცა თავაძეზე საუბრობს.

“ნიცა ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს.

მშობლები უკვე გავაცანი, მაგრამ ხელი ჯერ არ მითხოვია. ამჟამად ნიცა სამედიცინოზე სწავლობს, ძალიან დაკავებულია, მასაც დრო თითქმის არ აქვს”, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×