დახურვა
სტილი
23.08.2022

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის მოვლასა და ამ მხრივ ზომიერების დაცვაზე საუბრობს და აღნიშნავს:

„ყველანაირი ჩარევა გამიკეთებია, თუმცა ზომიერებას ვიცავ, არაფერში არ მიყვარს გადაზედმეტება და სულ გული მწყდება, რომ ვხედავ, ჩემი ასაკისა და უფრო პატარებს ამდენი ბოტოქსი და ფილერი აქვთ გაკეთებული. ვფიქრობ, ან მეგობარი არ ჰყავთ, ან ახლობელი, რომელიც ეტყვის – რად გინდა ამდენი! უშნოა ეს ყველაფერი. ბუნებრიობა ბევრად უფრო ლამაზია და ის ასაკობრივი ნაოჭიც. ასე რომ, ქალმა ზომიერად ყველაფერი უნდა გაიკეთოს, მაგრამ გადამეტების გარეშე.

ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარ თავს ბევრ ცვლილებას ვამჩნევ, მაგრამ 19 წლის გოგოსავით რომ გამოვიყურებოდე, ცოტა სასაცილოც იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×