დახურვა
სტილი
27.08.2022

ბათუმში გუშინ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართა, მომღერლის კონცერტს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, როგორც თავად სტეფანე წერს, როდესაც სცენაზე გადიოდა შუქი წავიდა და საათზე მეტი არ იყო, თუმცა სრულიად გადატენილი სივრცე არ დაიშალა.

„გუშინ პრორუსების შემოსევის გარდა, კონცერტი მქონდა ღამე, უცებ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი, ჩაქრა შუქი მხოლოდ ჩვენთან კლუბში. საათზე მეტი არ იყო და სრულიად გადატენილი სივრცე არ დაიშალა. ეს არის სიყვარული ნამდვილად და ვეცდები ყოველთვის გავამართლო იმედები.

პ.ს: ამას პორტალები არ გააზიარებენ, არაფერია სკანდალური ამაში. მე ისე ვინერვიულე, რომ არ მოდიოდა შუქი, სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა, რადგან კონცერტი ღამის სამ საათზე დაიწყო. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას" - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×