დახურვა
სტილი
08.09.2022

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა, სადაც უკვე წლებია ცხოვრობს და მუშაობს.

მომღერალი „დღის პოსტს“ სტუმრობდა და პირდაპირ ეთერში მშობლებზე საუბრისას ატირდა:

„მამა გარდაიცვალა ფილტვის სიმსივნით. ზუსტად სამ თვეში აღარ იყო. გადავაფრინე სტამბოლში… ამერიკაში ვიყავი ჩაკეტილი, ვერ მივდიოდი და ვერ მოვდიოდი. თურქეთიდან ექიმმა მითხრა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, ყველგან იყო გავრცელებული. მე ვცდილობდი, ვყოფილიყავი ძლიერად, რომ დედას ეგრძნო მხარდაჭერა. ისე უყვარდათ ერთმანეთი, დედამ ძალიან იდარდა მამას გარდაცვალება. თითქოს ჩაიქნია ხელი და დანებდა, თუმცა მე ვაძლევდი სტიმულს, მინდოდა, აშშ-ში წამეყვანა. მასობრივად რომ მოედო კოვიდი, ერთ დროს დაგვემართა კორონავირუსი, მე – ამერიკაში, დედას – აქ. მე დღესაც მგონია, რომ თვითონ არ იბრძოლა. რაც ვუთხარი, რომ გაეკეთებინა, არაფერი გააკეთა. საავადმყოფოში დაწვა. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ გამოძვრებოდა. ნოემბერში დავაწვინეთ და დეკემბერში დამირეკეს, რომ გარდაიცვალა. როგორ ჩამოვედი, არ მახსოვს…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×