თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ლევან გოდერძიშვილმა მუშაობა Microsoft-ის პრაღის ოფისში დაიწყო.
„ლევანი იმუშავებს M365 Engineering Security-ს გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე," - ვკითხულობთ თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.