დახურვა
სტილი
12.07.2021

„კოსმიური შტორმის პერიოდია, რომელიც 15 ივლისამდე გასტანს. ეს კვირა არის გარდამტეხი. 16 რიცხვიდან კი სიტუაცია გაუმჯობესდება,“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს. 

მისი თქმით, 16 ივლისიდან მფარველი ანგელოზი, ანუ სელენა მშვილდოსანს ტოვებს და გადადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, 7 თვით.

დღეს, 12 ივლისს ხანძრის წარმოქმნის ალბათობა მაღალია. ხვალ და ზეგ კი, მოერიდეთ ჭორებს და ინტრიგებს, რადგან ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ.

ხუთშაბათ დღეს შეიძლება განთავისუფლდეთ ვალებისგან და მავნე ჩვევებისგან. რაც შეეხება პარასკევს და შაბათს, მოერიდეთ ხალხის მასას და ნუ დაუპირისპირდებით მათ. ამ დღეებში თვალის აღების ალბათობა მაღალია.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მან სიმშვიდისა და წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა, ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის მეორე ნახევარში გააკეთონ, 16 რიცხვიდან.

♈ვერძი - ცოტა უჭირთ. ამ პერიოდში ემოციურობა მატულობს. არ დაიწყოთ კაპიტალდაბანდება და არ იყოთ სულსწრაფები. არ გათქვათ თქვენი გეგმები. 16 რიცხვიდან კი ვერძების მდგომარეობა უმჯობესდება და ენერგოტონუსი უმჯობესდება.

ვისაც გათხოვება უნდა, კარგი პერიოდია.

♉კურო - ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ კვირის პირველი ნახევარი, მაინც ითხოვს ყურადღებას, რადგან შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა და არანაირი კრიტიკას არ გასცეთ პასუხი კრიტიკით.

ამ კვირაში ახლობლებთან შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა, ასევე დაიწყოთ ახალი სამსახური, გაიცნოთ ახალი ადამიანები, თხის რქის სხივი ეცემა კუროსაც ამიტომ იაქტიურეთ.

♊ტყუპები - არავითარი სერიოზული ფინანსური საქმე, არავითარი სერიოზული ხარჯი, ყველაზე მეტი პრობლემები 16 რიცხვამდე, სწორედ ტყუპებს ექნება ფინანსებთან დაკავშირებით.

16 რიცხვიდან თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, საქმეებში წარმატების შანსები გექნებათ მაღალი.

♋კირჩხიბი - ამ კვირის მთავარი ფავორიტი ნიშანია, თქვენ უფლება არ გაქვთ გაჩერების.

ენერგოტონუსი მაღალი, ქარიზმა და შარმი მატულობს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაღალი შანსია. ახლა მიძინების დრო არ გაქვთ.

♌ლომი - ასტროლოგის თქმით, ლომებისთვის არც ისე კარგი პერიოდია. ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება ადვილად გაცივდეს. ფარული მტრები და ჭორები თქვენი მისამართით მატულობს.

16 რიცხვიდან კი უფრო აქტიური ხდებით.

♍ქალწული - ცვლილებების დროა თქვენს ცხოვრებაში. ენერგოტონუსი მაღალია. კარგი პერიოდია კარიერული განვითარების კუთხით.

♎სასწორი - თქვენი ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ იყავით ყურადღებით. სამსახურში იყავით დიპლომატიურები, რადგან არ დაგეძაბოთ ურთიერთობა, თუმცა 16 რიცხვის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.

♏მორიელი - კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. კარიერული განვითარების კუთხით კარგი პერიოდია. მთლიანობაში კარგი პერიოდი აქვს.

♐მშვილდოსანი - მას მოუხდება საყოფაცხოვრებო ან ფინანსური პრობლემების მოგვარება. ის ასევე შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკის ქარცეცხლში. ენერგოტონუსი დაბალია. 16 რიცხვამდე მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები.

კვირის მეორე ნახევარი თქვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება.

♑თხის რქა - არავითარი სერიოზული კაპიტალდაბანდებები. 16 რიცხვიდან კი მოემზადეთ, მფარველი ანგელოზი თქვენს ნიშანში გადმოდის და გექნებათ გაცილებით მეტი შანსი წარმატების.

♒მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია, დეპრესიულობა მაღალია. 16 რიცხვიდან კი გაცილებით კარგი პერიოდი გექნებათ და დაიწყება ვარსკვლავური დრო.

♓თევზები - კარგი პერიოდია თევზებისთვის, როგორც სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ასევე ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ენერგოტონუსი და შარმი მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×