დახურვა
სტილი
07.12.2022

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მართალია, თავისი ქვეყნიდან შორს არის, თუმცა ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩავიდა, სადაც თავის დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. მასთან ინტერვიუ ჟურნალმა „თბილისელებმა" ჩაწერა.

როგორც მან თქვა, ნულიდან იწყებს ცხოვრებას.

"- ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას და ამისთვის მზად ვარ. მოკლედ, ვეძებდი ყველანაირ სამსახურს. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა, როცა სამსახურს მანჰეტენზე ვეძებდი. შევდიოდი რესტორნებში, მაღაზიებში... ვეუბნებოდი: ყველაფერს გავაკეთებ, ჭურჭელსაც დავრეცხავ-მეთქი... პირველივე დღიდან, რაც ჩამოვედი, სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ჯერ საქმეს უნდა მივხედო და მერე დავათვალიერო ლამაზი ადგილები. მეუბნებოდნენ: დაიცადე, ჯერ ნახე და მერე იფიქრე საქმეზეო. არ შემიძლია, უსაქმურად ვიყო, ვისეირნო და ვათვალიერო რაღაცები. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ეს ამერიკაა და აქ არავის აინტერესებს, ვინაა მალიბუ ტუღუში, შენ თვითონ უნდა შექმნა შენი თავი. ყველაზე მეტად, იცით, რა მომწონს ამერიკაში? სულ თავიდან უნდა შევქმნა ჩემი პიროვნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×