დახურვა
სტილი
20.12.2022

ცნობილი ბიზნესმენის თოშა ქებურიას მეუღლე, უმშვენიერესი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საახალწლო განწყობას გვიზიარებს და საოცარ თეთრ კაბაში chronographgeorgia-სთვის პოზირებს.

ულამაზესმა კადრებმა საზოგადოების მხრიდან თბილი კომენტარები დაიმსახურა: "განსხვავებული სილამაზე"..."მშვენიერება"..."სილამაზე და სინაზე"..."ულამაზესი გოგო".

აღსანიშნავია, რომ თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია.

2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×