დახურვა
სტილი
01.03.2023

ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები 2021 წელს გახდნენ. მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.

ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.

ამჯერად სანი ორი წლის გახდა. ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და შვილს

დაბადების დღეს ულოცავს: „ეს მარწყვკაცა დღეს ორი წლის გახდა. გაჩნდა და არა მარტო დედ-მამის, ყველას გულში ჩასახლდა" - წერს ნუცა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×