დახურვა
სტილი
02.03.2023

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიელმა მოდელმა ისაუბრა.

პაოლა საულინომ აღნიშნა, რომ სპალეტის გუნდში ყველაზე მეტად სწორედ ქართველი ფეხბურთელის თამაში ხიბლავს:

"ის ჩემთვის ლამაზი და ელეგანტურია, კვარა საკმაოდ ახალგაზრდაა და თავისი ხასიათი გააჩნია. მან ძალიან კარგად იცის ჩემი სიყვარულის შესახებ და საფეხბურთო თვალსაზრისით, კვარაცხელიას ზრდა თვალშისაცემია, ის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიოცნებოთ." - მოჰყავს საულინოს სიტყვები Dailystar-ს

სხვათაშორის, თუ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პაოლა საულინო გულშემატკივარს ჰპირდება, რომ ქალაქ ნეაპოლში ავტობუსით სრულიად შიშველი იმოგზაურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×