
ნიკა ცქიტიშვილი მეუღლესთან სოფო გოგებაშვილთან და შვილებთან ერთად ესტუმრა „დღის პოსტს".
სპორტსმენის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ნახევრის მხარდაჭერას. როგორც ნიკა აღნიშნავს, ძალიან ძნელია სპორტსმენის მეწყვილეობა: „რეჟიმი გვაქვს, რთული განრიგი გვაქვს... ჩემთან ერთად გაიზარდა სოფო, ერთად ვისწავლეთ ყველაფერი. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, სოფო 17 წლის იყო, მე 27 წლის".
სოფო გოგებაშვილი:
„ხელშეწყობა უნდა როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე კვებით. ნიკა ძალიან გამორჩეულია ამ კუთხით. აქტიურ სპორტულ კარიერას მორჩა, მაგრამ დღემდე ყოველდღე ვარჯიშობს და რაც მთავარია, კვებითაც უწყობს ხელს, არ ჭამს ტკბილეულს, ცომეულს..."