
იუმორისტ ვასო ფხაკაძესა და მის მოდელ მეუღლეს, ლიკუნა მეტრეველს ორი შვილი ჰყავთ და მყარი ოჯახი აქვთ.
ჟურნალ „თბილისელების" კითხვას, რამდენად გაუმართლა მეორე ნახევარში, ლიკუნა ასე პასუხობს:
„ვასო არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხელს მიწყობს განვითარებაში. კარგი კუთხით, ჩემი წამქეზებელია - რატომაც არა, შენ ეს შეგიძლია, შენ ამას გააკეთებ და ასე შემდეგ, მისგან ასეთი სიტყვები ხშირად მომისმენია და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მეორე ნახევარში ნამდვილად გამიმართლა..."