დახურვა
სტილი
10.04.2023

American Idol-ის ჟიურიმ, კონკრეტულად კი, კეტი პერიმ ნუცა ბუზალაძე, თავისი საშემსრულებლო მანერით, JLO-ს - ჯენიფერ ლოპესს შეადარა. ემოციებისგან გაბრუებულმა ქართველმა შემსრულებელმა, ვერც კი გაიგო, როცა მას დამაბნეველად უთხრეს, რომ ის ფინალურ ტოპ 24-შია. ეს ბუნებრივია, რადგან პერიმ უცნაურად ამცნო მას ეს სასიხარულო ამბავი. "მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ ვერ გადაგიყვანეთ "აიდოლის" 24-ში. ეს შენ თავად გააკეთე. შენ გადაიყვანე შენი თავი ტოპ 24-ში".

"არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე, განსაკუთრებით როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში... მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება" - წერს ნუცა ფეისბუქზე.

"პრაიმტაიმთან" ნუცას მიზანდასახულობასა და ემოციურობაზე საუბრობს მუსიკალური პროდიუსერი, კახა მამულაშვილი, რომელთანაც ბუზალაძემ თავისი კარიერული გზის დასაწყისში ითანამშრომლა. 2014 წელს იურმალას კონკურსის "ახალი ტალღის" გამარჯვებული ნუცა გახდა. მაშინ მისი პროდიუსერი კახა იყო.

"ნუცა ძალიან მიზანდასახული ადამიანია. ძალიან მიხარია მისი წარმატება.

თავიდან ჟიურიმ სწორი შენიშვნები მისცა, ეს უფრო მისი ნერვიულობის ბრალი იყო. ახლა ნელ-ნელა უკვე გააზრებული აქვს სად არის და უფრო მომზადებულია.

მთავარია, ემოციები აკონტროლოს. ეს ვუთხარი წასვლის წინ.

ზედმეტი კი. ამ საკითხზე "იურმალაზეც" ბევრს ვმუშაობდით...

სცენაზე რომ გადის, ნერვი არ უტოკდება. იცის, რა უნდა.

ამერიკაში გამგზავრებამდე, ბათუმში ერთად მოგვიწია ყოფნა. ლელას უთხრა, ბევრი რამ შენგან ვისწავლეო, რაც კარგია და გამოადგება სცენაზეც და ცხოვრებაშიც...

თუ თავის თავს მაქსიმალურად აიყვანს ხელში, მაშინ ფინალში იდგება. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

წარმატებას ვუსურვებ",- ამბობს მამულიჩა "პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×