დახურვა
სტილი
10.04.2023

გაზეთში „კვირის პალიტრა" გამოქვეყნდა ინტერვიუ პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელიც ხვიჩას საფეხბურთო მომავალსა და შვილის პირადი ცხოვრების სიახლეებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს „კვირის პალიტრის" ინტერვიუდან:

"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით.. ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში­ მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება...

დიდი ხანია, გვინდოდა უწმინდესთან შეხვედრა. მთელი ოჯახი ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ და კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა უდიდესი სიხარული და მადლია ჩვენთვის, მისი დალოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩემი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია და თორნიკეც განსაკუთრებით გახარებული იყო ნათლიასთან შეხვედრით. ჩვენთვის ის დღე ბედნიერი იყო და ვიღაცები თუ გაღიზიანდნენ, ეს მათი პრობლემაა..." - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×