დახურვა
სტილი
11.04.2023

ნატალია ქუთათელაძე ადამიანის თვითშეფასებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჰქონდა გადაფასების პერიოდი:

„რაღაც ასაკში მივხვდი, არც ყველაზე ლამაზი ვარ, არც ყველაზე ჭკვიანი და არც ა.შ. მადლობა ღმერთს, ამან არც დამაკომპლექსა და დამჩაგრა და არც ის დამემართა, რომ ჩემზე გადასარევი არავინ მეგონა. მართლაც გადამწყვეტია ამ დროს და ტვინი ამისთვის მოგცა ღმერთმა - რაც ობიექტურად მიგაჩნია კარგად, დატოვო, რისი წახნაგების გამოსწორებაც შეგიძლია, უნდა გამოასწორო. გადაფასების მომენტი კარგად მახსოვს, როდესაც მივხვდი, რომ არ ხარ შენ ყველაზე უკეთესი. ეს დამემართა გარდატეხის ასაკში, 13-14 წლისას. ახლაც გავდივარ გადაფასების მომენტს - თბილისური შეფასებები წონაზე, რომელიც სრულიად ცდება ყველანაირ ეთიკას, ძალიან არ მომწონს. მუდმივად ამაზე საუბარი და კომპლიმენტად მიღება, რომ გამხდარი ხარ, ამ დონეზე ამ სტერეოტიპის დამკვიდრება დაბალი დონის ნიშანია..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×