დახურვა
სტილი
11.04.2023

ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს. „დილა მშვიდობისა საქართველომ" მომღერალს ჰკითხა, როგორი გამოხმაურება აქვს აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შორის ნუცას გამოსვლებს „ამერიკის ვარსკვლავში":

„მისი თითოეული წარმატება განმაცდევინებს ისეთ სიხარულს, როგორსაც განვიცდიდი საკუთარ თავზე. ვიცნობ, როგორი მიზანდასახული და სუფთა ბავშვია, თავმდაბალი და გულღია. მისი ყველაზე დიდი თვისება უკიდეგანო შრომისმოყვარეობაა. ადამიანის ეს თვისება ადრე თუ გვიან აუცილებლად ფასდება. ეს ქართველების დიდი წარმატებაა, არა მარტო ნუცასი. ეს უნდა გავითავისოთ. თბილისი, საქართველო რომ ეწერება ტიტრებს, ყველაზე ჯერზე ვღნავი, ღაპაღუპით ჩამომდის სიამაყის, განცდის ცრემლები. ყველა ერთ მუშტად ვართ შეკრულები, ჩასაფრებულები ვართ, ვინმემ რამე ცუდი არ დაუწეროს... ეს ძალიან დიდი ქართული აღიარებაა!.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×