დახურვა
სტილი
12.04.2023

„ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის TOP 24 მონაწილეს შორის დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველმა მომღერალმა თავისი ვოკალით და შესრულების მანერით, შოკში ჩააგდო მრავალმილიონიანი ამერიკული აუდიტორია.

ამავდროულად, ზაზა შენგელია ახალა ნუცას მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული დიასპორა მხარდაჭერას არ დაიზარებენ.

ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.

„ნუცამ თინა თერნერის და ბიონსეს "Proud Mary"-ის ბრწყინვალე შესრულებით გადალახა ბოლო საკონკურსო ტური. მთლიანობაში, მან არაჩვეულებრივი სლალომით გაიარა ყველანაირი შესარჩევი ეტაპი, არაერთხელ ფეხზე დააყენა ჟიურის სამივე წევრი (მათ შორის პირადად ჩემი ინტერესი კონცენტრირებულია ლეგენდარული ლაიონელ რიჩის შეფასებებზე და რეაქციებზე), თავისი ვოკალით და შესრულების მანერით, მსუბუქ (ჯერჯერობით) შოკში ჩააგდო მრავალმილიონიანი ამერიკული ტელეაუდიტორია... ეს ბუნებრივიცაა, რადგან 24 ფინალისტს შორის, ის ერთადერთი უცხოელია და მასზე ყურადღება ამის გამო გაათმაგებულია 🇬🇪

წინ ლაივ ტურებია, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტელემაყურებელთა სმს გზავნილებს, სადაც იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს თავის ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ. ვიმეორებ იმას, რაც ადრე დავწერე: ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია თავისი ბუნებით და აქედან გამომდინარე ჟიურის და მაყურებლების მხრიდან დამოკიდებულებას და მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება 🇬🇪.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური დეტალი: ნუცას ყოველ ტურზე საინტერესოდ და რაც მთავარია გემოვნებით აცმევენ ქართველი დიზაინერები, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს მათთვისაც უნიკალური და რეალური შანსია, პოზიტიურად გაიტანონ თავიანთი თავი ამერიკულ ბაზარზე 🇬🇪🇺🇸

ძალიან მიყვარხარ, You Go Girl Nutsa Buzaladze 🇬🇪", - წერს ზაზა შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×