დახურვა
სტილი
13.04.2023

თამარ ივერი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც „ტოსკადან" სცენაა ასახული.

ქართველი საოპერო მომღერალი აღნიშნავს, რომ დღეს თეატრის სცენებზე რეჟისორები არა ხმას, არამედ სხვა რაღაცებს ითხოვენ:

„გენიოსები.

სადღაა დღეს ასეთი ხმები და პიროვნებები.... „კატები ყეფენ"თეატრებში. თანამედროვე რეჟისორებისთვის ხმა თუ არ აქვს გადასარევი და ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, პრობლემა არაა, რაც მთავარია, ისინი უნდა იყვნენ აუცილებლად ლამაზები, შარმიანები, გამხდრები, 35 წლამდე და უსიტყვოდ დაემორჩილონ რეჟისორის ყველა „ეგზოტიკურ"ფანტაზიას და ახირებას, რადგან ადრე ხალხი ოპერაში დადიოდა მომღერლებისთვის, დღეს კი დადიან რეჟისორული დადგმის და მათი ჭრელი „კონცეფციების" სანახავად, სადაც მომღერალი მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლის დეტალი გახდა. დღეს მსოფლიო საოპერო აფიშებზე ძირითადად ფიგურირებენ პატარა ასოებით: ოპერის კომპოზიტორი (!), ხოლო დიდი ასოებით კი რეჟისორი და დირიჟორი. მომღერლები მხოლოდ პროგრამაში

დღევანდელ რეჟისორებს არ უყვართ „ვარსკვლავები", რადგან მათ ყველაფერს ვერ „აკეთებინებენ"და ვერ ითანხმებენ საკუთარი, ხშირად მიუღებელი „ფანტაზიების" განხორციელებებზე, ვარსკვლავები ყოველთვის თავად უკაკუნებენ მათ თავში საკუთარი თამაშის წესებს, ამიტომ რეჟისორებიც უპირატესობას ადვილად დასამორჩილებელ საშუალო ფენას და კატეგორიას ანიჭებენ. ნუ ვარსკვლავს თეატრები რა თქმა უნდა მაინც იწვევენ სალაროს კარგად გასასაღებლად, მაგრამ ტენდენცია და რეალობა კი სხვაგვარია: რაც შეიძლება ცოტა A კლასის ვარსკვლავი და რაც შეიძლება ბევრი B კატეგორია. თეატრებში კოვიდის ფინანსური კრიზისის შემდგომ კი ეს ტენდენცია უფრო მძაფრი გახდა. ამბიციურ, დიდი ჰონორარის მომთხოვნ და რეჟისორისთვის ძნელად დასამორჩილებელ „ვარსკვლავს" ახალგაზრდა,საშუალო ვოკალური მონაცემების, იაფი, უსიტყვოდ ყველაფერზე თანახმა „სრედნიაკობა" ურჩევნიათ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×