დახურვა
სტილი
14.04.2023

მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ბაბუა გარდაეცვალათ, რომელიც მუდმივად ამბობდა რომ გარდაცვლილ ტატასთან წასვლა ყველაზე მეტად ენატრებოდა.

„ამ თვეში გადაურიცხავი წამლის ფული (რომელიც ნუკრიმ მე მანდო) და უამრავი გამოტოვებული ზარი დამრჩა... (რომელსაც არ ან ვერ ვპასუხობდი).

კიდევ ერთი კეთილი ადამიანი წავიდა დედამიწიდან ნუკრი ბაბუ ტატას მერე ხუმრობაც იარაღად ვაქციე და ვხუმრობდი ყველგან და ყველაფერზე.

ნუკრი ბაბუს გამუდმებულ სიტყვებზე რომ ტატასთან უნდა და ვითომ მას ენატრებოდა განსაკუთრებულად... ძალიან დამწყდა გული 80 წლისა გახდებოდა მალე, თუმცა ყველას ხომ ჩვენი წილი დრო გვაქვს სიცოცხლისა... ის კი ღიმილით მიყურებდა ახლად დაბეჭდილი სურათიდან და მანიშნებდა, დაგასწარი, ტატას მე შევხვდი! მომენატრებით, შეხვედრამდე..." - წერს თიკო ჩხეიძე.

ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი 2018 წელს, თბილისში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×