დახურვა
სტილი
15.04.2023

"რაც ბავშვობაში "პაპიროსი" ვწიე მოფარებულში, ესღა მაკლდა კიდევ" - ამის შესახებ ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

"ძილის წინ თინა ლოგინში გემრიელად მოწყობას ცდილობს და ტრადიციულად მეუბნება - "გულში მინდა", რაც ჩახუტება მინდას ნიშნავს. ტრიალებს, რომ მოხერხებულად მომერგოს. წამოყო უცებ თავი და გამომიცხადა - შენ თუ ბევრ პასკას შეჭამ, მთლიანად ბალიშად გადაიქცევი, მე გიყურებ, რომ მხოლოდ ერთი პატარა ნაჭერი ჭამო ხვალ.

რაც ბავშვობაში პაპიროსი ვწიე მოფარებულში, ესღა მაკლდა კიდევ - დამალული ვჭამ და ნაკლულობა რომ არ შეეტყოს, მთლიანად მიწევს ათვისება. აი ასეთი მოპყრობა მასუქებს, სხვა კი არაფერი!" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×