დახურვა
სტილი
21.04.2023

"ამერიკის ხმის" რედაქტორი მაია ქვარცხავა "ამერიკის ვარსკვლავში" ნუცა ბუზალაძის წარმატებულ გამოსვლებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

ქვარცხავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პოპულარიზაცია უცხოეთში მყოფი ქართველისთვის ყველაზე ელემენტარული და ამავე დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მგონია. ვიცი, რომ ჩემსავით ყველა არ ფიქრობს. მაგრამ, როცა ოდნავ მაინც გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ყოველდღიურად აწყდები, რამდენად არ იციან უცხოეთში ეს ერთი ციცქნა საქართველო, ინსტინქტის დონეზეც კი აქ თავი ბევრს ქართული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, კულინარიის, ღვინის და ა.შ. ელჩებად წარმოგვიდგენია.

ამიტომაც ხვიჩა კვარაცხელიას, ანიტა რაჭველიშვილის, ტოჩინოშინის და სხვათა მსგავსად, ვგულშემატკივრობ ნუცა ბუზალაძესაც. არ აქვს მნიშვნელობა, მომწონს თუ არა რომელიმე, ან თუნდაც ის სფერო, სადაც ისინი თავს იმკვიდრებენ. იმასაც მივეჩვიე უკვე და აღარ მიკვირს, რომ ქართველის კრიტიკას (მტრობასაც კი) ქართველს ვერავინ დაასწრებს. არაუშავს, მთავარია ყველა ასეთი არ ვართ. "აიდოლზე" ნუცას გამოსვლები ვნახე ეს დღეები და ამერიკული მედიის გამოხმაურებასაც გავეცანი. წერენ, რომ ის პირველი უცხოელია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, ვინც ნახევარფინალში გავიდა. კონკურსს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის კი მესმის, რომ ქართველი მომღერლისთვის ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შანსია, რომ მსოფლიოს დიდ საკონცერტო სცენებზე მოხვდეს. წარმატებები ნუცას!

ეს შესრულება ერთ-ერთ საუკეთესოდ მომეჩვენა, 1:30-დან ჩართეთ, თუ არ გინახავთ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×