დახურვა
სტილი
01.05.2023

პროფესიით იურისტი თინათინ ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია. მან განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში, სმიტის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2011 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2012 წლამდე კი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილედ. თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო კარიერა 2012 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. მას ჰყავს ლექტორი მეუღლე, კონსტანტინე იოსელიანი. წყვილს პირველი შვილი, ნიკო, 2015 წელს შეეძინა, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი ტყუპის მშობლები გახდნენ.

ამჯერად თინა ბოკუჩავა სწორედ ერთ-ერთ ტყუპისცალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „მგონი ეს სკვინჩილა დავიმსგავსე". - წერს თინა ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×