
მცხეთაში გადახდილმა ანასტასია ჯოჯუას ქორწილმა ფურორი გამოიწვია. ამ ლამაზ დღეს წყვილმა უზარმაზარი ტორტი შეუკვეთა, რამაც სოცქსელი აალაპარაკა. დიახ, ტორტი კომპანია „ასორტმა" დაამზადა და სურათი ფეისბუკ გვერდზეც გამოაქვეყნა.
მისი სავარაუდო ღირებულება 12-13 ათასი ლარია.
ამ ხელოვნებისა და კულინარიის ნიმუშს ბევრი დადებითი და სახალისო კომენტარი მოჰყვა:
„ერთი ქორწილის ფასი ტორტია"
„თვითმფრინავით მიაკითხავენ ტორტს გასაჭრელად"
„ტორტია თუ კორპუსი?"
„შედი, იცხოვრე"
„ლიფტი მუშაობს?"
„ეს მუსიკასაც დაუკრავს და იტრიალებს"
„ამ ტორტს ამწეთი ჭრიან?"
„ჩემ სახლზე დიდია"
„ხახვის მორთულობა რომ ჰქონდეს, უფრო მდიდრული იქნებოდა"