დახურვა
სტილი
04.05.2023

ზურა გორგაძე გულის ამაჩუყებელ პოსტს უძღვნის დედას და წითელ კოსტიუმს, რომელიც ახლაც ეცვა, როცა ქუთაისში კონცერტი მიჰყავდა და ბავშვობაში, როდესაც დედამ ამავე ფერის პიჯაკი და შარვალი შეუკერა:

„გუშინ ქუთაისქალაქობის შემდეგ ზესტაფონში, ჩემს მშობლიურ სახლში გამოვიარე დედასთან, მამასთან და ბებოსთან და 1 ღამით დავრჩი.

დედა რომ შემეგება. პირველი ის მითხრა: ბავშვობაში საკონცერტოდ რომ კოსტიუმი შეგიკერე ის გამახსენდა, როგორ გიხდებაო (ზუსტად იმავე ფერში იყო).

სახლს რომ ვუახლოვდებოდი, მეც ზუსტად იგივე გამახსენდა და რაღაცნაირად ნასიამოვნები დავრჩი იმით, რომ თითქოს იმ საყოველთაო გაჭირვების დროს, სიყვარულით ნაყიდმა პიჯაკმა და შარვალმა თავისი გააკეთა და რაღაც შედეგიც გამოიღო, ზუსტად ეს იკითხებოდა დედას სიტყვების ქვეტექსტშიც...

ალბათ, ამიტომ მიყვარს ეს ფერი განსაკუთრებულად..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×