დახურვა
სტილი
05.05.2023

შესწორებულია: სტატია  სიმართლეს არ შეესაბამება. გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოყვანილი ინფორმაცია მოგონილია.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნანა ბიწაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიელმა მოხუცმა, რომელსაც ის უვლის ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, ანდერძში მოიხსენია და 5-ოთახიანი ბინა დაუტოვა.

„როგორც იცით, ბოლო 22 წელია იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში ვმუშაობ მომვლელად. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მაიძულა ჩემი საყვარელი ქვეყნიდან გადახვეწა.

ქალბატონ იზაბელა ბენედეტის ბოლო 7 წელია ვუვლი. ნაპოლის ფანია და 30 წელი ელოდა საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას და ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, ნაპოლი გაჩემპიონდა და მადლიერმა ბებომ ანდერძში მომიხსენია ხალხო! ხვიჩას წყალობით მისი 5 ოთახიანი ბინის ერთადერთი მემკვიდრე მე გავხდი. ვერ ვიჯერებ…

ეგ კიდევ არაფერი, ამ ბებოს შვილიშვილი მილიონერია და აპირებს ხვიჩას სამშობლოში, წალენჯიხაში 12 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთოს და საფეხბურთო აკადემია ააშენოს, რათა ხელი შეუწყოს ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ევროპულ გრანდებში გადასვლას.

აი, ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ, საქართველო გააცნო იტალიას და ამისთვის მადლობა მას“, – წერს ნანა ბიწაძე.

შესწორებულია: სტატია  სიმართლეს არ შეესაბამება. გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოყვანილი ინფორმაცია მოგონილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×