დახურვა
სტილი
08.05.2023

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დაამარცხა დაავადება, რასაც ჯერჯერობით, ვერ გაამხელს.

„ორი დღე დამჭირდა, რომ ძალა მომეკრიბა და თქვენთვის მეთქვა - პარასკევს ანალიზის პასუხები მომივიდა, სადაც ყველაფერი კარგად მაქვს. თავისუფალი ვარ, აღარაფერი მჭირს. წელიწადი და სამი თვე ვებრძოდი ამას და დავასრულე... კარგად ვარ... ნეტავ იცოდეთ, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე.

აქამდე მოსასვლელად რა საშინელი დღეები გამოვიარე... როგორც იქნა, შემიძლია, ეს ხმამაღლა ვთქვა. ალბათ, ოდესმე მექნება იმის გამბედაობა, რომ საჯაროდ გითხრათ, რა მჭირდა. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, ერთს გეტყვით, ამ ეტაპზე კარგად ვარ და შემიძლია, ცხოვრება გავაგრძელო. ღმერთო, რა ბედნიერებაა." - ამბობს თამო ვაშალომიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×