დახურვა
სტილი
09.05.2023

მას შემდეგ რაც, მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა, მის მეგობარს და შვილის ნათლიას, დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა, საზოგადოების ყურადღება უფრო და უფრო გაიზარდა მათ მიმართ.

დათო ევგენიძემ ახალი კადრები გაგვიზიარა, სადაც ჩანს, რომ გიორგი თურქეთის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

როგორც ცნობილია დათოსაც მალე გამოწერენ. „წავედი მე სახლში დათოს დაველოდები“,- დაწერა გიორგიმ.

მომღერლის მეუღლე, ლეკა მიქაძე instagram-ზე პოსტს აქვეყნებს.

„ბევრი მეკითხება გიორგის ოპერაციისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ის იყო ღვიძლის გადანერგვის დონორი. ღვიძლი მეგობარს აჩუქა. გასული კვირა მართლაც რთული იყო, მაგრამ ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის სამყაროს ნიშნავს. სიყვარულით ლეკა“,- წერს ლეკა მიქაძე.

დღეს თავად გიორგი მახარაშვილმა დათო ევგენიძეთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×