დახურვა
სტილი
13.05.2023

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერი ნანკა სიჭინავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გვიზიარებს რჩევებს, თუ რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც ამერიკაში წასვლას გეგმავენ.

1️⃣ არასოდეს გაეკაროთ უცხო ბავშვს, არ მოეფეროთ, არ გაუბათ საუბარი, აუცილებლად საეჭვო ქცევად ჩაგითვლიან და პრობლემებში გაეხვევით. შემოიფარგლეთ მხოლოდ ღიმილით .

არც სხვას მისცეთ უფლება შეეხოს თქვენ შვილს. თუ ვინმემ სცადა არ მოგერიდოთ უთხრათ, „თუ შეიძლება ნუ ეხებით" და გაარიდეთ ბავშვი.

2️⃣ პირველი შოკი რაც შეიძლება მიიღოთ არის: ამერიკაში სარეცხი მანქანა არ დგას სახლში? კი არ დგას ნიუ იორკში, ამიტომ მზად იყავით საერთო სარეცხი და საშრობი ადგილებისთვის. სარეცხს ამ შემთხვევაში კვირაში ერთხელ გააკეთებთ და თითქმის ერთი დღე გექნებათ დაკარგული.

საერთო სარეცხი ან საცხოვრებელი კორპუსის მიწურში ან სახლთან ახლოს არის და ყველგან არის, ბევრი და ზოგი მოუწესრიგებელი, სივიწროვე და ბინძურია, ამიტომ დაიარეთ და მოძებნეთ თქვენთვის მისაღები. თუ სისუფთავეა შეგიძლიათ დაუტოვოთ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამშრალს და დაკეცილს სახლში მოგიტანენ. თუმცა მე არასდროს დამიტოვებია.

3️⃣ ნიუ იორკში ნახავთ მანქანებს წინ და უკან დამცავი რეზინებით, არ გაგიკვირდეთ, ეს იმიტომ, რომ ენანებათ გუშინ გამოყვანილი მანქანა პარკინგზე არავინ მიუჭეჭყოს და ეს ჩვეულებრივი ამბავია თუ მანქანა ვერ ეტევა ოდნავ მიაწვე წინ და უკან მდგომს რომ ჩააყენო..

4️⃣ ნიუ იორკში არსებობს უბანი ბრუკლინი და ბრაიტონი სადაც ყველაფერს ნახავთ, ვირთხებს, ხოჭოებს და ჭიანჭველებს სახლში, რომლის მოსპობაზე შეიძლება მთელი ნერვები და ენერგია დახარჯოთ, მაგრამ ვერაფერს გახდეთ. ამიტომ სახლის შერჩევისას იყავით დაკვირვებით და ფრთხილად, აარჩიეთ სუფთა ნათელი სახლი, სუფთა სადარბაზოთი და უბნით. ქუჩაში თუ ყველგან ნაგავი ყრია იქ სახლი ვერ იქნება უსაფრთხო.

5️⃣ კონდიცირება და გათბობა ყველაზე დიდი პრობლემაა, ნიუ იორკში სახლში ძირითადად სულ ცივა ზამთარში, რადგან გათბობას არ აწდის სახლის პატრონი საკმარისად, ამიტომ რადგან გათბობის საფასურს იხდის თავად და თავადაც აკონტროლებს იქონიეთ დამატებითი გამათბობელი და მოემზადეთ დამატებითი ელექტრო ენერგიის გადასახდელად.

რაც შეეხება გაგრილებას აყენია ჭერზე მოტრიალე ჰაერის დამბერავი და ფანჯარაში დასაყენებელი კონდიციონერი, არ არის ცენტრალური გაგრილება და ჩვეულებრივი კონდიციონერები

6️⃣ ფანჯრებიდან ხმაური შემოდის მკაფიოდ და კარგად, ამიტომ მოერიდეთ ცენტრალური ქუჩის მხარეს, ბავშვს ვერ დააძინებთ სასწრაფოების და სირენების ხმაში" - წერს ნანკა სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×