დახურვა
სტილი
27.05.2023

ვაკის პარკში, უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს დღეს 14 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მარიტას მეგობრები, საფლავზე იმყოფებოდნენ.

მათთან ერთად საფლავზე იყო მამა შალვა კეკელიაც.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×