დახურვა
სტილი
14.11.2023

ბლოგერ გივიკო დიდიას საზოგადოება სოციალური ქსელიდან, ბებიასთან ერთად გადაღებული უთბილესი კადრებით კარგად იცნობს.

ამჯერად გივიკო „დილა მშვიდობისა საქართველოს" სტუმარი იყო, მან დედასთან ურთიერთობაზე და იმ დიდ ტკივილზე ისაუბრა, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ დიდი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე.„დედაჩემი ბევრს წვალობდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, იყო გარე მოვაჭრე, ნამცხვრებს აცხობდა, არ ერიდებოდა იმის, რომ ქუჩაში გასულიყო გაეყიდა და ჩვენთვის ერთი პური მოეტანა სახლში.

სულ ჩვენთვის იყო, როგორც გავიზარდე, მივხვდი რომ უნდა მეშრომა და მეწვალა, რომ ამაგი დამეფასებინა, ყველაზე დიდი ტკივილი ამოვიკითხე მის თვალებში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა და მინდა შევუმსუბუქო ეს ტკივილი. მთავარი რაც ვისწავლე მისგან ადამიანების პატივისცემაა, ბებიის, მეზობლების, ყველას.

დედა ჩემთვის არის სიმშვიდე, თბილი კერა და ბედნიერება, ყველაზე დიდი სიყვარული, ყველაზე ნათელი სუფთა და წმინდა ფერია, თეთრი ფერი. ყოველთვის მეუბნება რომ დავაკვირდე ადამიანებს რადგან ზუსტად იცის, ვინ არის ჩემი მეგობარი.

პატარაობიდანვე არაფერი დაუკლია ჩემთვის, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა ყველგან წავსულიყავი, ემიგრანტობის პერიოდში, მიჭირდა რადგან მხოლოდ ტელეფონის ეკრანიდან შემეძლო მოვფერებოდი.

გული წყდება რომ არ ვუჯერებ ზოგჯერ, ადამიანების შეფასების დროს ურთიერთობებში ხშირად ვცდები. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კარგად ვმღეროდი და მიმეღო მუსიკალური განათლება, არ დავიჯერე ეს და ძალიან ვნანობ. მამასთან მორიდება მქონდა, დედასთან ყოველთვის მეგობრული ვიყავი.

მე ვარ ადამიანი რომელსაც სითბოს და ემოციის გამოხატვა არ უჭირს, აუცილებელია რომ ყოველდღე მოვეფეროთ ერთმანეთს, სიტყვას დიდი ძალა აქვს.

რომ არა დედა, არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება ისეთი ლაღი, როგორიც დღეს არის, მადლობა დედას ყველაფრისთვის, იმ წვალებისთვის და შრომისთვის რაც ჩემთვის და ჩემი ძმისთვის გააკეთა, რომ ვყოფილიყავით უკეთესი ადამიანები", - ამბობს გივიკო დიდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×