დახურვა
სტილი
14.11.2023

ქართული კინოსა და თეატრის უნიკალური მსახიობი, ნამდვილი გენია მსახიობი ზურა ყიფშიძე შვილთან, ლენუკა ყიფშიძესთან ერთად, გადაცემის „ჩვენი ოჯახი" სტუმარი იყო, სადაც მან ოჯახურ ურთიერთობებსა და შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ლენუკას ჰყავს ისეთი შვილი, რომელიც ჩემს შვილად მიმაჩნია. ფანტასტიკური ბავშვია. რაც უარყოფითი არსებობს მის გარშემო, ნათესაობაში თუ ასე შემდეგ, ყველაფერი აიცილა და მაგარი გზა აქვს აღებული. შვილიშვილებმა ნამდვილად გაამართლეს. ნიკოლოზი, ნატალია, ალექსანდრე და ის ორი პატარა "ბაჯაჯღუა" რომ დარბის, ჩემს ცხოვრებაში მთავარია. ადამიანი რომ ბერდება, ბავშვდება. ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, წივილი, ცემა არ შეიძლება. 2-3 თვე გავიდა, რაც ძაღლი დამეღუპა. პატარამ იცის, როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან. ამასწინათ მოვიდა და სათამაშო ტაქსა მაჩუქა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ამ სათამაშოსთან ერთად მძინავს",- განაცხადა ზურა ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×