დახურვა
სტილი
01.12.2023

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელით მომღერალ ბაბი კირკიტაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

ის ფოლარმონიაში, ანრი ჯოხაძის კონცერტზე, ერთ-ერთი სიმღერისას, ბაბის „ფრენის" ეპიზოდთან დაკავშირებით, საზოგადოების რეაქციას აფასებს.

„ეს გოგო ხომ ჯერ ამ ელასტიკს თუ კომბინიზონს გადააყოლეს და ახლა სცენაზე ფრენის სქრინებითაა აჭრელებული ყველაფერი და ამაზე ღლიცინებენ.

ცოტა ვერ ვიგებ: ლამაზია, მოხდენილი, კარგადაც მღერის, ხმაც ძალიან საინტერესო და განსხვავებული აქვს, არც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, არც არავის ერჩის და რატომ აიკვიატეს? 

მოკლედ, როცა გაუსწორდება დადგება, როცა მოუნდება იფრენს. "იმედზე" მუშაობსო ზოგმა დაწერა, ათასობით ადამიანი მუშაობს „იმედზე“, ვინმეს მიმართ მსგავსი ამოჩემება გინახავთ, როგორიც ამ გოგოზეა?", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×