დახურვა
სტილი
02.12.2023

ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.

ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 37 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

ხათუნა თოთლაძე 2014 წლის 17 ნო­ემ­ბერს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ბი­ნას ფლობს. 2018 წელს კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში 300 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. 2011 წელს სა­ჩუქ­რის სა­ხით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 110 კვ.მ არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და 110 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე. 2005 წელს დიპ­ლო­მატ­მა კი­დევ ერთი ბინა მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად, ამ­ჯე­რა­დაც თბი­ლის­ში, ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ძე­ნად 10 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ხა­თუ­ნა გა­ვი­ცა­ნი, რო­გორც კლი­ენ­ტი, მაგ­რამ ისე­თი ინ­ტე­რე­სი არ­ცერთ კლი­ენტს არ გა­მო­უწ­ვე­ვია ჩემ­ში, რო­გორც მას. შემ­დეგ და­ი­წყო პე­რი­ო­დი, როცა ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო ყოფ­ნა. მივ­ხვდით, რომ ეს უკვე დამ­კვე­თი­სა და მხატ­ვრის ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ იყო. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ვე­ჯა­ხე თე­მას, რა­საც "ოლი­გარ­ქის ოჯა­ხის თე­მას" და­ვარ­ქმევ­დი. თით­ქოს ხალ­ხი ჩა­მი­საფ­რდა, ჩემ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ავ­თოს მე­უღ­ლე პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი­დან არის (ხა­თუ­ნა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დის­შვი­ლია). ამი­ტომ რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ სტა­ტუ­სებს მა­წე­ბებ­დნენ. იმას აღარ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ რო­გორც დი­ზა­ი­ნერ­მა იმ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში, მოს­კოვ­ში, ბა­ქო­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვიკ­ვლიე გზა, მა­ღა­ზი­ე­ბი მქონ­და. მოკ­ლედ, ამის­თვის მა­შინ მზად არ აღ­მოვ­ჩნდი და და­ვი­ბე­ნი... მაგ­რამ მერე ამა­საც შე­ვეჩ­ვი­ეთ...

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან ვი­თა­რდე­ბა და სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გა­და­დის. ნამ­დვი­ლი წყვი­ლი ვართ, ორი ადა­მი­ანის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი და გვა­ერ­თი­ა­ნებს კი­დევ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი - შვილი" - ამბობდა ავთანდილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ხათუნა თოთლაძე განსაკუთრებული ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა.

წყარო: marao.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×