დახურვა
სტილი
04.12.2023

თბილისში, ფილარმონიის დარბაზში მომღერლისა და კომპოზიტორის ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, კონცერტზე დასასწრები ბილეთები კი რეკორდული სისწრაფით გაიყიდა. საინტერესო ეპიზოდები, კონცერტის სამზადისი და ანრი ჯოხაძის ტრიუმფი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

ანრის ვარსკვლავური შოუ კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განხილვის საგანი - სადაც მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ანრისთან ერთად კიდევ ერთხელ შეასრულა „სიყვარული დაფრინავს“, რა დროსაც ბაბი დარბაზში ჰაერში „დაფრინავდა“, სპეციალური თოკებით.

როგორ დაიგეგმა ბაბის „ფრენა“ ? - „იმედის კვირამ“ რეპორტაჟი მოამზადა და სამზადისის შესახებ კონცერტში მონაწილე ადამიანები ჩაწერა.

„ყველაფერს ველოდი, გარდა ასეთი დინებისა. ყველაფერი არის ჩემი ვერსია და ჩემი გაკეთებული, ჩემი ნაფიქრი, ალბათ იმიტომ რომ მე მინდა ჩემი გულშემატკივრის წინაშე ბოლომდე „მე“ ვიყო და არა  სხვისი გაკეთებული მუსიკით და სხვისი ნაფიქრი ანრით წარვდგე. კომპლექსიანი ტიპი ვარ და მაყურებელი მიხსნის ამას“, - ამბობს ანრი ჯოხაძე.

რაც შეეხება ბაბის ფრენას - მომღერლები ამაზე ხუმრობით ასე ამბობენ:

„მეორე დღეს თბილისის განათებებზე, მიმები რომ გხვდება ბაბია, თურმე სად ბანაობ. კარგია, რომ ადამიანებში პოზიტიურ განცდებს აღძრავს და ვიღაც ხუმრობს და ვიღაც თემად იჩხერს, რატომაც არა, რა პრობლემაა, მთავარია, ერთმანეთი არ დავჭამოთ“ - ამბობს ანრი.

„შემდეგი ცურვა გამოდის, ყველაფერს მოითხოვს სცენა და ანრი ერთად, თუ რამე და იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია“, - თქვა ბაბიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×