დახურვა
სტილი
09.12.2023

დერმატო-ვენეროლოგი,ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს:

„თბილისში დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობს სტატისტიკურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის კონსულტაცია

თვეში არის დაახლოებით 20 სამუშაო დღე, ხოდა დღეში 30 პაციენტს რომ საშუალოდ გავუწიო კონსულტაცია, მთელი ჩემი საექიმო კარიერის განმავლობაში შევძლებ დაახლოებით - 295 000 პაციენტის მიღებას 75 წლამდე რომ ვიმუშაო

დანარჩენი 1 204 800 ადამიანი ჩემთან კონსულტაციაზე ვერ მოხვდება

ხოდა შურით და ბოღმით რომ ხართ ავსებულები ზოგიერთები - არ ჯობია საქმეს მიხედოთ? სხვისი მიმართულებით ყურების ნაცვლად.

მართლა მე ხომ არ დამიხევია თქვენთვის წიგნები?

თუ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო რომ წიგნებს თავს ვურტყავ, ვშრომობ, ვწვალობ, ფინანსურ რესურს ვხარჯავ ახალი ლიტერატურის მოპოვებისთვის და ბოდიშთან ერთად ავდგე და გასწავლოთ?

არ ვაპირებ.

დასწავლას იმსახურებს ის პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი რომელიც შემდეგ გაზიარებულ, გაწილადებულ ცოდნას დაგიფასებს და მადლობელი იქნება.

მეორეს მხრივ პაციენტის ფენომენი მაკვირვებს იშვიათად მაგრამ მაინც

ჩაეწერე ვიზიტზე, 1 წელი ელოდებოდი ექიმს, ლამის ოცნებად გექცა კონსულტაცია, ბოლოს როგორც იქნა მოხვდი კონსულტაციაზე, დიდი ფუფუნება მიიღე - მაღალი ხარისხის კონსულტაცია, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა, გაზიარებული ინფორმაცია, დეტალურად ახსნილი პრობლემები, არა პოლიფარმაცია, არა ჰიპერდიაგნოსტიკა, არასაჭირო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას გადარჩი, არ "გაიწეწე"......

ერთადერთი რამ უნდა გააკეთო - დაუჯერო, ენდო, აბა რატომ მიხვედი თუ არ ენდობი?

შენ კიდევ ამის მაგივრად წახვალ და ვიღაც შარლატანს ან მკითხავს ან მჩხიბავს ან არაკომპეტენტურს უჯერებ და ყველაფერი რითაც სარგებელი უნდა მიგეღო წყალში ყრი, ამას არ კმარობ და სხვებიც შეგყავს შეცდომაში იმის გამო რომ შენ უკვე მოტყუებული ხარ, მოგატყუეს, თითქოს ხვდები თუმცა უკვე გვიანია.

სავარაუდოდ ამ ფენომენის ახსნის კარგი მაგალითია ამას წინათ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები სადაც, კი ნახეთ საქართველო რომელ ადგილზე - წაკითხულის გააზრების რეიტინგში

მოკლედ, ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×