დახურვა
სტილი
12.12.2023

შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნინიმ სიმღერა „No Time To Die" შეასრულა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჟიურის წევრების ემოციური შეფასება.

გარდა ამისა, ქართველი მუსიკოსი სხვა კონკურსანტებთან ერთადაც შთამბეჭდავად წარდგა სიმღერით „Dont Blame Me!".

ფინალში მოსახვედრად ნინის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად უნდა გაერთიანდნენ.

სანამ ხმების შედეგები გახდება ცნობილი, ნინი ბრეგვაძე საკუთარი გამოსვლის კადრს აზიარებს ფეისბუკგვერდზე და გულშემატკივრებს ემოციურ პოსტს უძღვნის.

„საოცარია, რამდენად კარგად გაიცნო ხალხმა ჩემი არტისტულობა! მადლობა ყველა გულშემატკივარს, იმისთვის, რომ ეს საოცარი სიმღერა აირჩიეს ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. არ შემიძლია ემოციური არ ვიყო, განსაკუთრებით ამ პერფორმანსის შემდეგ!

ხალხმა გადაწყვიტოს, ვიმსახურებ თუ არა ფინალში ყოფნას!

მუდამ მეყვარებით!", - წერს ნინი ბრეგვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×